პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა და „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი რუსეთის სახელმწიფო დუმის „ერთიანი რუსეთის“,
„ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ და „კომუნისტური პარიტის“ ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გაიმართა რუსეთის სათათბიროს ერთადერთ ქართველ დეპუტატთან მიხეილ ბერულავასთანაც. შეხვედრებზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები იქნა განხილული.

















