ტალინში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან შეხვედრაზე,   
დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ესტონეთი საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში მისწრაფებებს მხარს უჭერს. „დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამ და ძალაუფლების სათანადო ტრანზიციამ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე დადებითი ბიძგი მისცა“  -განაცხადა პაეტმა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების  მისწაფებებზე საუბრისას პაეტმა განაცხადა, რომ ქვეყნის  ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოს მომავალი მდგრადი განვითარების გაგრძელებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ დეკემბრის დასაწყისში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება,  სადაც ალიანსი საქართველოში ჩატარებულ  არჩევნებსა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი  ერთგულებას შეაფასებს.
ევროკავშირის მიმართულებით განვითარებული მოვლენების განხილვისას პაეტმა აღნიშნა, რომ პოზიტიურია ის, რომ საქართველოს ახალი მთავრობა უკვე შეუერთდა საქართველოს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. 
„ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა საქართველოსთან დაასრულოს მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცვეელი სავაჭრო სივრცის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც  ვილნიუსში 2013 წლის მეორე ნახევარში ჩატარდება. თუმცა ეს დამოკიდებული იქნება საქართველოს მზადყოფნასა და რეფორმების წარმატებით განხორციელებაზე“ - აღნიშნა მინისტრმა. 
პაეტმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთს სურს, საქართველოს დაეხმაროს ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე რეფორმების განხორცილებაში გამოცდილების გაზიარებით. „ჩვენ ვიწვევთ საქართველოს, რომ გააგრძელოს ტალინში აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის მიერ  შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება’- აღნიშნა პრეს-კონფერენციაზე ურმას  პაეტმა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












