logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ალექსი პეტრიაშვილი ესტონეთის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ალექსი პეტრიაშვილი ესტონეთის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
10:57 27.11.2012
ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპს, საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტს და ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს მარკო მიჰკელსონსა და ტაავი როივას შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები სხადასხვა სფეროებში. პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი უცვლელია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ახალი მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა მეგობარი ქვეყნის - ესტონეთის აქტიური მხარდაჭერისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ასევე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხარეს უცვლელი პოზიციისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცედ გატარებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ალექსი პეტრიაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა ესტონეთის მიერ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღიარება და ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებაში მხარდაჭერა.
ესტონეთის მხარესთან შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ახლადარჩეული მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეეცდება საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა