საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში „კიევ პოსტ“ -ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპის ფონდთან პარტნიორობით იმართება. 
პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა დონეზე ორმხრივ შეხვედრებს  გამართავს და მონაწილეობას მიიღებს არსენია იაცენიუკის ფონდის „აღმოაჩინე უკრაინა“-ს დიპლომატიური კლუბის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში. დისკუსიის თემაა - „რეგიონი გზაჯვარედინზე-ვროპული პერსპექტივა საქართველოსა და უკრაინისათვის“.
მიხეილ სააკაშვილისა და ფონდის დამფუძნებლის საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ურთიერთობა იქნება. დღეს ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის კონფერენციაზე  სიტყვით გამოსვლაც.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












