logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი ქეთრინ ეშტონს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი ქეთრინ ეშტონს შეხვდა
17:40 26.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ქეთრინ ეშტონს შეხვდა.

პრეზიდენტის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდის ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემები საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და ამ მხრივ, საქართველოს წვლილი, ასევე ორმხრივი ურთიერთობა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა იყო.

საუბრისას, ქეთრინ ეშტონმა ყურადღება ასოცირებული წევრობისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს ევროინტეგრაციის კურსს და ეს საკითხი ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად დარჩება.

ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების გადაბარების პროცესი ქვეყანაში დემოკრატიულად განვითარდა. შეხვედრისას, ასევე აღინიშნა, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტრუქციული თანამშრომლობის საკითხს.

ამას გარდა, საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ აუცილებელია სამართლის პრინციპების დაცვა და კანონის უზენაესობა - ეს არის მთავარი ფასეულობა, რომელიც, მისივე თქმით, საერთოა ევროკავშირისა და საქართველოსთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა