logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიგი უგულავა მთავარი პროკურორის სახელზე მიმართვას ავრცელებს
გიგი უგულავა მთავარი პროკურორის სახელზე მიმართვას ავრცელებს
14:22 26.11.2012
თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის სახელზე მიმართვას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენი უწყების ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ მიქაბერიძის 2012 წლის 21 ნოემბრის წერილობითი მომართვით ირკვევა, რომ წარმოებაში გაქვთ სისხლის სამართლის საქმე და ითხოვთ მერის მივლინებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწოდებას. მერის, როგორც დედაქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირის ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ეჭვს ბადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებით გავრცელებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამასთან, თქვენს მიმართვაში მითითებულიც კი არ არის სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება.საკითხისადმი პროკურატურის ასეთი ზერელე და არაკომპეტენტური დამოკიდებულების მიუხედავად, რაც მხოლოდ ამ გამოძიების პოლიტიკურ შინაარსზე მეტყველებს, ჩვენ მზად ვართ ყველანაირად ხელი შევუწყოთ საქმის გამოძიებას და სიმართლის გარკვევას.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არსებობს ვალდებულება მერის მხრიდან მის ოფიციალური ვიზიტების მიზნების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის განმარტების შესახებ, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისთვის გვინდა იცოდეთ, რომ 2011-2012 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის ნევადას შტატში ქალაქ ლას ვეგასში ვიზიტების დროს შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის შტატის სხვადასხვა თანამდებობის პირებთან. შეხვედრების მიზანი, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის, ადგილობრივი საგადასახადო მიდგომების, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებზე გამოცდილების გაცნობა და გაზიარება იყო. ვიზიტების განმავლობაში შედგა შეხვედრა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული კორპორაციების პრეზიდენტებთანაც. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ასევე დავესწარით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნარჩენების გადამტანი და გადამამუშავებელი ტექნიკის გამოფენას ,,Waste Expo”. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი გამოძების საგანს, მხოლოდ სატელევიზიო გადაცემით გავრცელებული ჭორების საფუძველზე, წარმოადგენს საკითხის გარკვევა, თბილისის ბიუჯეტიდან ხომ არ ფინანსდებოდა კერძო პირების ვიზიტები. განგიმარტავთ, რომ ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის #231 ბრძანებულების დაცვით ქ. თბილისის ბიუჯეტიდან თანხები გამოყოფილი იყო მხოლოდ ქ. თბილისის მერისა და თანაშემწის მივლინებასთან დაკავშირებით, რის დასადასტურებლად გიგზავნით თქვენს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას.რაც შეეხება ააიპ ,,ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“-ს მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებულ ფინანსურ დოკუმენტაციას, გვინდა განგიმარტოთ, რომ ააიპ ,,ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ შედის მერიის სისტემაში და მის მიერ წარმოებული დოკუმენტაცია ქ. თბილისის მერიაში არ ინახება, რაც თქვენთვის წესით ცნობილი უნდა იყოს“ - ნათქვამია გიგი უგულავას მიმართვაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა