ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი საქართველოს დღეს ესტუმრება.
რამდენიმესაათიანი ვიზიტის ფარგლებში, ქეთრინ ეშტონი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან,  პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან  და  საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან გამართავს.
ვიზიტის ბოლოს  ქეთრინ ეშტონი ჟურნალისტებისთვის  ბრიფინგს გამართავს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












