ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი საქართველოს დღეს ესტუმრება.
რამდენიმესაათიანი ვიზიტის ფარგლებში, ქეთრინ ეშტონი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან გამართავს.
ვიზიტის ბოლოს ქეთრინ ეშტონი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგს გამართავს.

















