საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დღეს, ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროში მოღვაწე ჩეხ ექსპერტებს შეხვდა.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა მიმართულებები სტრატეგიული დაგეგმარება, მართვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, მყარი ნარჩენების მართვა და თანამდებობის პირთა დატრენინგება იყო.
ჩეხი ექსპერტების განცხადებით, მათი ვიზიტის მიზანი საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის გაცნობაა.
შოთა მურღულიას თქმით, ადგილობრივი მმართველობისა და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით ჩეხეთის გამოცდილების გაზიარება და ჩეხი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს რეგიონების განვითარებას.

















