ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს.  
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრა გამართა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისთან და ეროვნული თავდაცვის მინისტრ რასა იუნკევიჩიენესთან. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა ასევე, ორმხრივი შეხვედრები გამართა ლიტვის რესპუბლიკის ახალ პრემიერ-მინისტრ ალგირდას  ბუტკევიჩუსთან, პარლამენტის თავჯდომარე ვიდა გედვილასთან, თაცდაცვის მინისტრობის კანდიდატ იოზას ოლეკასსა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ლინას ლინკევიჩუსთან.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრებზე ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა უცვლელია და  ურყევად განაგრძობს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ. 
მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს საქართველო-ლიტვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოების საკითხები.  
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












