საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ  ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შოკისმომგვრელს უწოდებს.   
ამის შესახებ გიგა ბოკერია თავის სპეციალურ განცხადებაში საუბრობს.
„ჩვენ მოვისმინეთ შოკისმომგვრელი, გულწრფელი აღიარება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით. მთელი ის არგუმენტაცია, რომ ტელევიზიაში არის ფინანსური შემოწმება, გაირკვა, რომ არის აბსოლუტურად ყალბია. ეს ბევრისთვის ისედაც ნათელი იყო, თუმცა საზოგადოებამ გუშინ პირადად პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა, რომ ეს არხი არ მოსწონს და სურს ამ არხის შერწყმა საკუთარ, პირად ტელევიზიასთან, რომელიც მისი პოლიტიკური ძალის პროპაგანდის ორგანო იყო. ამაში შეიძლება ვინმე დამეთანხმოს ან არ დამეთანხმოს, მაგრამ აქ მთავარი ისაა, თუ როგორ შოკისმომგვრელად და პირდაპირ გვეუბნება პრემიერ-მინისტრი საკუთარი ამოცანებისა და ამ ამოცანების მოტივების შესახებ“ - აცხადებს ბოკერია.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












