რეგიონებში დევნილებისთვის განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე დღეს ევროკომისიის ოპერაციების ხელმძღვანელს - რამონ რეიგადას შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ფოთში, „ახალ უბანში“, ლტოლვილთათვის დამატებით 280-ბინიან შვიდი ახალი კორპუსის მშენებლობას შეეხო, რომელიც მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.
ამჟამად დევნილები ახალ უბანში ევროკომისიის დაფინანსებით აშენებულ 1168-ბინიან 32 კორპუსში ცხოვრობენ. ისინი თავიანთი სურვილის მიხედვით ნგრევადი კომპაქტური ობიექტებიდან დამატებით აშენებულ ახალ კორპუსებში გადავლენ.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა -დავით დარახველიძემ აღნიშა, შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო ევროკომისიის 3- წლიან პროექტს, რომელიც 2013-2015 წლებს მოიცავს და დევნილთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და მცირე ბიზნეს გრანტების დაფინანსების კუთხით საარსებო წყაროს გაჩენას ითვალისწინებს.

















