საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშბვილი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური იმპიჩმენტის დაწყების პრეცესს გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ თუ ამას ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მოითხოვს,“ მაშინ ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს“.  
იმპიჩმენტის ინიციატივაზე უარის თქმის  მოტივად პრემიერი საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობას  და „ქართული კულტურის პატივისცემას“ ასახელებს.
პრემიერი არ გამორიცხავს აგრეთვე კონსტიტუციის ცვლილებას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის უფლებები მცირდება და პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის უფლებები იზრდება. აღნიშნული ცვლილებები ძალაში უნდა შესულიყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისშემდეგ, თუმცა მის ამოქმედებას პრემიერი არჩევნებამდე აპირებს.
როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად კომპეტენტური  ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდება, ხოლო რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, ის 2013 წლის ოქტომბერში ჩატარდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












