დედოფლისწყაროს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე - ლევან ნატროშვილი უხელძღვანელებს.
ნატროშვილი საკრებულოს დეპუტატებმა,  დღეს კენჭისყრაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადებები გუშინ დაწერეს, საკრებულოს საგანგებო სხდომაზე კი  დეპუტატებმა  მათ განცხადებას  გადადგომის შესახებ, მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს ახალი თავმჯდომარე  ადრე ამავე საკრებულოში, სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. ის პროფესიით იურისტია.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












