ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში გაემგზავრა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ქალაქ ვილნიუსში მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა კონფერენციაზე „ათი წელი პრაღის სამიტის შემდეგ“.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისთან და თავდაცვის მინისტრ რასა იუნკევიჩიენესთან.

















