საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, დღეს საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იუვალ ფუქსს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დროს, ისრაელის ელჩმა მაია ფანჯიკიძეს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებული მო ვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფლიქტის მოგვარების იმედი გამოთქვა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აგრეთვე საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.

















