საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დღეს, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რენო სალენსს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, თანამშრომლობის პერსპექტივები და ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს ურთიერთობები.
საუბარი შეეხო აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და ნატოსა და ეუთოს მოახლოებულ მინისტერიალებს.

















