საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის და პარლამენტის წევრ თინათინ ხიდაშელის შემადგენლობით, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. შეხვედრები გარდამავალი პერიოდის პრობლემებსშეეხებოდა.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროსაბჭოს მიმართეს თხოვნით დახმარება
გაუწიონ პოლიტიკური პროცესების მონიტორინგსა და პრობლემების მოგვარებაში.
დეკემბერში დაგეგმილია მომხსენებლების ვიზიტი საქართველოში და შესამამისად
სთხოვეს ყველა საქმის დეტალური შესწავლა და მონიტორინგის გაწევა პოლიტიკურ
პროცესში.
შეხვედრები ასევე გაიმართება ადამიანთა უფლებათა დაცვის კომისარსა და ვენეციის
კომისიის ხელმძღვანელობასთან.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 23 ნოემბერს დაბრუნდება

















