თბილისს დღეს დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონი ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან, საქართველოს ხელისუფლების სხვა წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მინისტრი ასევე ეწვევა ევროპის სადამკვირვებლო მისიის თბილისის ოფისს და შეხვდება მისიაში მოღვაწე ბრიტანულ კონტინგენტს.

















