საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა დღეს საქართველოსა და რუსეთში არსებული ძირითადი პოლიტიკური ძალებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მოსკოვის კარნეგის ცენტრისა და საქართველოს „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ -კავკასიური სახლის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.
ახალგაზრდა რუსი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, დავით დარჩიაშვილს, გიორგი კანდელაკს და სერგო რატიანს შეხვდნენ.
საუბრის თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობა იყო.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

















