საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი ოფიციალლური ვიზიტის ფარგლებში ქართველი პარლამენტარები შეხვედრებს გამართავენ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან თორბიორნ იაგლანდისთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიცეხ სავიცკისთან, ადამიანთა უფლებათა დაცვის კომისარსა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 23 ნოემბერს დაბრუნდება.

















