ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან,
სადაც ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) მიმდინარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაცია ახალი შემადგენლობით კომისიის სხდომას პირველად ესწრება. დაგეგმილია პოლიტიკურად აქტუალური საკითხების ნატოს მხარისათვის გაცნობა.
მხარეები ასევე განიხილავენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივ, განათლებისა და სხვა საკითხებს.

















