საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ორთვინ ჰენინგს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის 14-17 ნოემბერს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განხორციელებული ვიზიტი განიხილეს.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, განხილულ იქნა აგრეთვე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და მათი განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

















