პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მოსკოვში გაემგზავრა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კუკავამ და „რუსი და ქართველი ერების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა, პირველი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ალექსეი პავლოვსკისთან გამართეს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსულ-ქართული ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

















