საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტს მოჰამედ მორსის სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„თქვენო ბრწყინვალებავ, მიიღეთ ჩემი გულითადი სამძიმარი იმ უბედური შემთხვევის გამო, რომელმაც 50 ადამიანის, უმეტესად ბავშვების სიცოცხლე შეიწირა. ამ ღრმა მწუხარების მომენტში მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა და ხალხი განიცდის ამ უბედურებას იმ ადამიანების ოჯახებთან ერთად, ვინც ამ ტრაგიკულ შემთხვევას შეეწირა. თქვენო ბრწყინვალებავ, გთხოვთ გადასცეთ ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახებს და ჩემი პატივისცემა და თანადგომა მიიღოთ“- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებული სამძიმრის წერილში.

















