საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე საქართველოში ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ისრაელის ელჩმა ნიკოლოზ ვაშაკიძეს სამხრეთ ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობის აქტუალური საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

















