ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი, დღეს რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
გორდონი 14:00 საათზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ხოლო 17:00 საათზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს შეხვდება.
როგორც აშშ ს საელჩო იტყობინება, თბილიში ყოფნისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას იმას „რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია ამერიკა საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების, რაც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების აგრეთვე საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიების მთლიანობის განუყრელ მხარდაჭერაში გამოიხატება.“

















