logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნინო ბურჯანაძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ნინო ბურჯანაძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
15:14 15.11.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად: გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები" მიიღო მონაწილეობა.

„დემოკრატიული პარტიის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე, გარდა ნინო ბურჯანაძისა, მიწვეული იყო პარტიის მთავარი საბჭოს წევრი მანანა სალუქვაძე.

„ ნინო ბურჯანაძემ კონფერენციაზე გამოსვლისას კმაყოფილება გამოთქვა, იმასთან დაკავშირებით, რომ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი საქართველოში, სწორედ მისი პარლამეტში მოღვაწეობის დროს იქნა მიღებული. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკოსი ქალბატონების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ პოზიტიური წვლილის შეტანა, რათა ქართული პოლიტიკა უფრო მიზანმიმართული, პრინციპული და ჰუმანური გახდეს“ - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა აგრეთვე ანგარიშწორების იმ ფაქტებზე, რომელსაც წინა ხელისუფლება როგორც მამაკაცი, ასევე ქალი ოპონენტების მიმართ იჩენდა.

„მიუხედავად ქართველების ტრადიციული მოწიწებული დამოკიდებულებისა ქალბატონების მიმართ, „ნაციონალური ხელისუფლების“ პირობებში არანაირი ყურადღება არ ექცეოდა პოლიტიკური ოპონენტი ქალბატონებისადმი დამოკიდებულებას. ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებები არანაირად არ ანსხვავებდა ერთმანეთისაგან ქალ და მამაკაც პოლიტიკოსებს მაშინაც კი, როდესაც ეს ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მიდიოდა და ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირი იყო“ - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა.

მანვე კონფერენციაზე 2010 წელს სოფელ ხურვალეთში მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როცა ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერსა და მთავარი საბჭოს წევრებს, ხელისუფლებამ ზონდერბრიგადები დაახვედრა და ქვების სროლით დაუშინა, რის შედეგადაც პარტიის წევრებმა პიზიკური დაზიანებები მიიღეს.

„ე.წ. „ქვის მსროლელებიდან“ არავის მიუქცევია ყურადღება იმისათვის, რომ ჩვენს შორის ძალიან ბევრი მანდილოსანი იდგა, აღარაფერს ვამბობ ჩვენი პარტიისა და „სახალხო კრების“ წევრების წინააღმდეგ, წლების მანძილზე განხორციელებულ უპრეცედენტო ტერორსა და უამრავი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე, რომელზეც მიუხედავად ჩვენი არაერთი საჩივარისა, არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა“-აღნიშნა ბურჯანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს და ყველა ის პირი ვისაც კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა