ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ, ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების უმაღლეს კომისართან კნუტ ვოლებეკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კნუტ ვოლებეკმა განხორციელებულ პროექტებსა და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ მზად არის ურთიერთობების გასაგრძელებლად და მინისტრს სთხოვა, ერთობლივად განიხილონ თუ რა მიმართულებით არის ყურადღება და დახმარება გასაძლიერებელი.
დავით დარახველიძემ კნუტ ვოლებეკს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების ძირითადი მიზანია გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები და ყველა დევნილი ოჯახი ღირსეულად ცხოვრობდეს. ასევე აღნიშნა რომ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯი მომავალი წლის ბიუჯეტის გაორმაგებაა.

















