თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას არაეთიკური უწოდა.
გაბუნიას თქმით მისი და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გუშინდელ შეხვედრას, სადაც გაბუნიამ თბილისის განვითარების ფონდის საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა ,გიგი უგულავას განრისხება მოჰყვა.
„მესმის, რომ ფონდის საკითხი ძალიან მტკივნეულია გიგი უგულავასთვის, მაგრამ ეს მას არ აძლევს უფლებას არაეთიკურად მოიხსენიოს პოლიტიკური ოპონენტი,რადგან ეს არა კერძო პირის, არამედ დედაქალაქის აღმასრულებელ ი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა დავაა“ - განაცხადა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნია უგულავას პასუხობს და ამბობს, რომ ქალაქის მერი ან არასწორად იყო ინფორმირებული ან მიზანმიმართულად სპეკულირებს მგრძნობიარე თემებით.
„გიგი უგულავამ თქვა, რომ თითქოს მე რომელიმე პიროვნება დამნაშავედ მოვიხსენიე. ეს სიცრუეა. ამის დამადასტურებელ კადრები არსებობს და რაც მთავარია, ჩემი მთავარი პროკურორისადმი მიმართვა სწორედ იმას ნიშნავს რომ მათ უნდა გაარკვიონ და არა სხვა ვინმემ, თუ ვინ არის დამნაშავე ან უდანაშაულო. ამასთან, მან ჩემს მიმართ თქვა, რომ ვიღაცას „ვეტენები“. მინდა გავახსენო ბატონ მერს, რომ ამ სამი წლის მანძილზე , რაც მე საკრებულოს წევრი ვარ, ყოველთვის პრინციპული ვიყავი როდესაც საქმე ბიუჯეტის სახსრების ხარჯვას ხებოდა. „შეტენვასთან“ დაკავშირებით კი სრულიად ბუნებრივად საზოგადოებას ახსენდება ბატონი მერის მთავრობის კანცელარიაში, სხდომაზე შესვლის მცდელობა-შოუ“-განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნია თვლის რომ მერის მხრიდან მის მიმართ გამოყენებული სიტყვა „მატრაბაზი“ სრულიად მიუღებელია,იმ ადამიანისგან რომელმიც სტრიპტიზ-ბარში სწორედ მატრაბაზობაშია“ სემჩნეული
„რაც შეეხება ჩემს მიმართ გამოყენებულ სიტყვას„ მატრაბაზი“, ვთვლი, რომ სრულიად მიურებელია ამ ფრაზის მოსმენა იმ ადამიანისგან, რომელიც სწორედ თბილისის განვითარების ფონდის მიერ გადარიცხული თანხით არის შემჩნეული სტრიპტიზ-ბარში „მატრაბაზობაში“ - აღნიშნა გაბუნიამ.
.

















