ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენელს ივო დაალდერისს შეხვდა.
როგორც პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში წუხელ, გვიან ღამით დაბრუნდა.

















