ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ატლანტიკურმა საბჭომ ენერგო და ეკონომიკური სამიტის - „ახალი შესაძლებლობები დინამიურ რეგიონში“ - მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელიც ქალაქ სტამბულში 15-16 ნოემბერს გაიმართება.
2012 წლის სამიტს პოლიტიკური, ენერგეტიკის, ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხების განსახილველად სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

















