სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი საქართველოს დღეს ეწვევა.
საქართველოში ამერიკის საელჩოს პრესსამსახურის ცნობით,თბილისში ყოფნისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, „რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, რომ აშშ ერთგულია აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების, რაც გამოიხატება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში“.
ფილიპ გორდონის ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს გარდა, ავსტრიას, გერმანიასა და ბელგიას ეწვევა.

















