საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან გამართა.
როგორც პრეზიდენტის „facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მათ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ისაუბრეს და იმ მიღწევებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც საქართველომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.
„ამავდროულად სააკაშვილმა ყურადღება ამ პროგრესის შენარჩუნებისა და გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალ მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში ამ პროცესის შენარჩუნება შესაძლებელია“- ნათქვამია პრეზიდენტის „facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე.

















