სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, დღეს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს, ისინი კულტურის მინისტრის მოადგილის, იური მეჩითოვის მიერ ოკუპაციის თემაზე გაკეთებულ განცხადებას გააპროტესტებენ.
აქციის ჩატარება სამინისტროსთან დღეს 18 საათზე იგეგმება.

















