ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ხვალ სასტუმრო მარიოტში– კონფერენციას„ გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად, გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები“გახსნის.
საქართველოში ამერიკის საელჩოს პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაზე, იმ პოლიტიკურ პარტიებს რომლებმაც ხელი მოაწერეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის სამოქმედო გეგმას -„გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად – გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები“ შესაძლებლობა ექნებათ ისაუბრონ განხორციელებული საქმიანობების და სამომავლო გეგმების და მიმართულებების შესახებ.
„ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს USAID-ის მიერ დაფინანსებულ მსგავსი სახის პროგრმებს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანია, რათა პარლამენტმა გაითვლისწინოს საქართველოს ყველ მოქალაქის ინტერესები და პრობლემები“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

















