logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი - თუ ახალი მთავრობა კონფრონტაციის ნაცვლად თანამშრომლობის გზას აირჩევს, საქართველო ევროპის ნაწილი აუცილებლად გახდება
მიხეილ სააკაშვილი - თუ ახალი მთავრობა კონფრონტაციის ნაცვლად თანამშრომლობის გზას აირჩევს, საქართველო ევროპის ნაწილი აუცილებლად გახდება
16:45 14.11.2012
ბრიუსელში დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ იმ პოლიტიკურ მოვლენებზე და პროგრესზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.
შეხვედრისას, ყურადღება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებების შესახებაც გამახვილდა. ჰერმან ვან რომპუის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში ქვეყანამ დიდ შედეგს მიაღწია და იმედი გამოთქვა, რომ ამ კურსს ახალი მთავრობაც გააგრძელებს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ დემოკრატიული პროცესები და რეფორმები საქართველოში კვლავაც უნდა გაგრძელდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა და ქვეყნის პირველი პირი ერთმანეთთან ითანამშრომლებენ. გამოსვლისას, იგი კიდევ ერთხელ შეეხო ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე მუშაობის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და იმ როლს, რომელსაც საქართველო ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტს არჩევნების პერიოდში მხარდაჭერისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის მიმართულებით ახალი მთავრობის პირობებშიც გაგრძელდება მუშაობა და აღნიშნა, საქართველო ახლა, როგორც არასდროს, ახლოსაა დასახულ მიზანთან. მისი თქმით, თუკი ქვეყნის ახალი მთავრობა კონფრონტაციის ნაცვლად, თანამშრომლობის გზას აირჩევს, ერთობლივი ინტენსიური მუშაობის შედეგად, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა