logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„თავისუფალი საქართველო“ რასმუსენის განცხადებას აპროტესტებს
„თავისუფალი საქართველო“ რასმუსენის განცხადებას აპროტესტებს
13:40 14.11.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე და  „თავისუფალ სტუდენტთა კავშირის“ თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანი, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას ეხმაურებიან და მას საქართველოს სიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად აფასებენ.

„გვსურს ნატოს გენერალურ მდივანს შევახსენოთ ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მოვლენები. აწ უკვე ბრალდებულ ახალაიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსობისას ქართულ ციხეებში ხდებოდა პატიმრების სასტიკი წამება, რისი ამსახველი ვიდეო მასალაც საზოგადოებამ იხილა. არსებობს არაერთი მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ პირადად ახალაია მონაწილეობდა 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის დროს პატიმრების მიზანმიმართულ მკვლელობებში. მისი ამ უწყებაში ყოფნისას, ციხეებში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ასობით მსჯავრდებული, რომლებიც დაპატიმრებამდე სრულიად ჯანმრთელები იყვნენ.

ბაჩანა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით (სხვა ძალოვან მინისტრებთან ერთად) საქართველოში წლების მანძილზე ხდებოდა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დევნა, 7 ნოემბრის და 26 მაისის მშვიდობიანი მანიფესტაციების სისხლიანი დარბევა და სხვა სახის პოლიტიკური რეპრესიების განხორციელება.

საზოგადოებაში არსებული საფუძვლიანი მოსაზრებით, სწორედ ახალაია ხელმძღვანელობდა ე.წ. ზონდერ-ჯგუფებს, რომლებიც უმოწყალოდ უსწორდებოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს და დევნიდნენ ჩვენს თანამებრძოლებს განსხვავებული აზრის გამო.

მისი თავდაცვის მინისტრობისას, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა სამხედროებისთვის პატივის და ღირსების შელახვა. არაერთი სამხედრო მოსამსახურის ჩვენებიდან ცნობილი გახდა, რომ ბატონი ახალაია და მასთან დაახლოებული პირები ფიზიკურად, ღირსების შემლახავი მეთოდებით უსწორდებოდნენ ყველა ჯარისკაცსს, ვის მიმართაც რაიმე მოსაზრებით უარყოფითად განეწყობოდნენ“ - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმადვე, საქართველოს დღეს ასობით პოლიტიკური და ათასობით ნაწამები პატიმარი ჰყავს. თბილისის ქუჩებში გაუსამართლებლად ჩახოცილია ასამდე ახალგაზრდა. 2004-2012 წლებში საქართველოში ყველა არჩევნები ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ტერორის, მოსახლეობის დაშინების და პროპაგანდისტული მედიის ფონზე მიმდინარეობდა. ყოველივე ამის უშუალო შემოქმედი თუ არა, ერთ-ერთი ხელმძღვანელი სწორედ ბაჩანა ახალაია იყო.

„მივიჩნევთ, რომ შემაშფოთებელი ბაჩო ახალაიას დაკავება კი არა, ის არის, რომ ბატონ გენერალურ მდივანს ყოველივე ამაზე რეაქცია არასდროს ჰქონია. ნატო ყოველთვის ხუჭავდა თვალს საქართველოში ადამიანის ფუნდამეტური უფლებების ტოტალურ დარღვევებსა და დიქტატორული წესრიგის დამყარებაზე.

დღეს, როდესაც საქართველო ახალ პოლიტიკურ რეალობაში აღმოჩნდა, საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ყველა ის პირი, რომელიც წლების მანძილზე ჩადიოდა დანაშაულს ქართველი ხალხის მიმართ, აგებს პასუხს კანონის წინაშე. მიგვაჩნია, რომ ბატონი გენერალური მდივნის მხრიდან გამოთქმული დაუსაბუთებელი კრიტიკა, უფრო წარმოადგენს ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციას და ლობირების მცდელობას, ვიდრე დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეწყობას. ამდენად, მოვუწოდებთ ბატონ ანდრეს ფოგ რასმუსენს, თავი შეიკავოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან.

ასევე, გვსურს მივმართოთ საქართველოს ახალ ხელისუფლებას, გამოიჩინონ პრინციპულობა აღნიშულ საკითხში და მიუხედავად ნატოს გენერალური მდივნის პოზიციისა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყონ არა მხოლოდ ბაჩო ახალაიას, არამედ ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც წლების მანძილზე ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, მათ შორის, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებად ყოფნის დროს“ - აცხადებენ პარტია „თავისუფალ საქართველო“-ში.


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ორი დღის წინ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია „პოლიტიკური ოპონენტების“ მიმართ ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა