logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
11:26 14.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო სადილს დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილმა დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანამ რთული პერიოდი გაიარა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა.
„ბოლო რამდენიმე წელი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. დამოუკიდებლობის 20 წელი ჩვენ ბალტიის ქვეყნებთან ერთად ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობით დავიწყეთ, თუმცა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნისგან განსხვავებით, ცვლილებები მეტ–ნაკლებად მსუბუქად მოხდა. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ხელისუფლების გადატრიალება მოხდა, გვქონდა სამოქალაქო ომი, დიდი ხნის განმავლობაში გვყავდა უფუნქციო და კორუმპირებული ხელისუფლება. შემდეგ კი იმის გამო, რომ იმდროინდელმა მთავრობამ არჩევნები გააყალბა და წაგვართვა შანსი, შეგვექმნა საპარლამენტო უმრავლესობა, ვარდების რევოლუცია მოხდა. მთავრობაში ჩვენ ვარდების რევოლუციის შედეგად მოვედით. თუკი ამ თვალსაზრისით შევხედავთ მოვლენებს, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო სათავეში, ყოველთვის ერთი და იგივე ხდებოდა - ხელისუფლება ყველა დონეზე ერთი პარტიიდან ყალიბდებოდა, ყველა გავლენიანი თანამდებობა ამ პარტიის მიერ კონტროლდებოდა და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
სააკაშვილის განცხადებითვე ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესში ქვეყანა კვლავაც წინ მიიწევს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა