logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მთავრობის კრიტიკა ძალიან მწყინს
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მთავრობის კრიტიკა ძალიან მწყინს
10:57 14.11.2012
ბრიუსელში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ დასავლეთში გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მას ეს ძალიან სწყინს.
„გუშინ და დღეს კრიტიკული განცხადებები მოვისმინე საქართველოს მთავრობის მიმართ და ეს ძალიან მწყინს. პრაქტიკულად, ჩემი ინსტიქტია ის, რომ როდესაც უცხოეთში დავდივარ, საქართველოს უნდა აქებდე. არ შეიძლება მიხაროდეს საქართველოს, ან თუნდაც მისი დღევანდელი მთავრობის კრტიკა. ჩემი გამოსვლა გუშინ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ უნდა წავიდეთ წინ ამ ალიანსში. განსახილველად საერთოდ არ გამომიტანია საქართველოს შიდა საკითხები და ასამბლეამ მიიღო კიდეც რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა წაიწიოს წინ. ეს მნიშვნელოვანი იყო. ეს კრიტიკა არ ეფუძნება იმას, რომ ჩვენ რაღაც ცუდი მოვყევით აქ - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამით არ ვართ დაკავებული. ალბათ არის კონკრეტული საკითხები, რომლებსაც მიხედვა სჭირდება. ზოგი რამ გამოუცდელობის ბრალია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ არ უნდა მოვხერხოთ ის ტოტი, რომელზეც ვსხედვართ. ჩვენ ის კი არ უნდა ვიძახოთ, რომ ყველაფერი ეს ტყუილი იყო და სააკაშვილი ატყუებდა მსოფლიოს და ისეთი პროფესიონალია, რომ ყველა შეცდომაში შეიყვანა, პირიქით, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი იყო და ახლა ჩვენ გვინდა ბევრად უკეთესი; ჩვენ გვინდა წინსვლა და განვითარება; ჩვენ ინსტიტუტების, პროგრესის, შენობების ნგრევა კი არა, ახალი ინსტიტუტების შექმნა, ძველი პროგრესის გაგრძელება, ახალი ნაგებობების აშენება, მათ შორის, სახელმწიფოებრივი შენობების და საქართველოს წინსვლა გვსურს. თუკი ყველას ასეთი პოზიცია ექნება, საქართველოს საერთო პროგრესში ადგილი მოიძებნება ოპოზიციისთვისაც, პრეზიდენტისთვისაც, უმრვლესობისთვისაც და, უპირველესად, ახალი მთავრობისთვის. ასე ვხედავ ჩვენს ურთიერთობას. ვფიქრობ, ბევრი რამ არის გაურკვეველი, მაგალითად, დიპლომატიური წარმომადგენლობის გამოყენების საკითხი. ჩვენი ელჩები სააკაშვილის ელჩები კი არ არიან - ისინი საქართველოს ელჩები არიან, საქართველოსთვის მუშაობენ და არა რომელიმე პარტიისთვის. ამ მხრივ უნდა შევხედოთ მათ და არა იმის მიხედვით თუ ვისი დანიშნულია და ვინმეს ინტერესებს ხომ არ წარმოადგენს. ელჩი არავის ინტერესებს არ უნდა წარმოადგენდეს გარდა ქვეყნისა. ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ აქ გადმოვიტანოთ ჩვენი უთანხმოება და აქ დავიწყოთ ერთმანეთის გმობა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ის მზადაა უმრავლესობასტან სათანამშრომლოდ.
„ჩვენ მზად ვართ, ინტენსიურად ვითანამშრომლოთ უმრავლესობასთან, განსაკუთრებით, საგარეო საქმეებსა და თავდაცვის სფეროში. ჩვენი სურვილია პროგრესის გაგრძელება. არ იქნება სწორი კონკრეტული ადამიანების მოშორება იმ საბაბით, რომ ისინი სხვისი დანიშნულები არიან. მე ვიყავი ახალი პრეზიდენტი და ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ძალიან ბევრი ელჩი კიდევ მრავალი წელი მუშაობდა, ზოგიერთი მათგანი ახლაც კი მუშაობს. ეს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების გაგრძელების საკითხია. დიპლომატების გასაზრდელად და დიპლომატიური სკოლის შესაქმნელად, ქვეყნებს ასწლეულები სჭირდება. ჩვენ ძალიან სწრაფად მოგვიწია ამის გაკეთება და საუკეთესო კადრები გვყავს. ეს ხალხი საქართველოს ემსახურება და არა რომელიმე პარტიას. ჩვენ ვარდების რევოლუციის შემდეგაც არ შეგვიხედავს მათთვის პარტიული ნიშნით. პრაქტიკულად, ჩვენ ნანგრევები დაგვხვდა, მაგრამ ზოგი რამ მაშინაც არ იყო გადასაგდები. ახლა მით უმეტეს - როდესაც სახელმწიფო ავაშენეთ, როგორ შეიძლება ჩაქუჩით მივადგეთ მას და ხალხი დევნო იმისთვის, რომ სახელმწიფოს ემსახურებოდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, თუ ერთმანეთთან ვილაპარაკებთ, კომპრომისებიც აუცილებლად მოიძებნება და გამოსავალიც ყველა ამ სიტუაციიდან“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა