საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნატოში შემავალი ქვეყნების უმრავლესობა მზადაა, რომ საქართველოს „მაპ“-ი მიენიჭოს.
„საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაცილებით უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო შესაძლებელი. ნატო არის არა მარტო სამხედრო, არამედ სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურა და მისი აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში მოქმედებდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხოლო თუ რა ხდებოდა დემოკრატიის კუთხით საქართველოში, ეს ნატოში ძალიან კარგად იცოდნენ. ყოფილი ხელისუფლების შემთხვევაში, ეს საქართველოსთვის დიდი ბარიერი იქნებოდა, ჩვენს შემთხვევაში კი ამ ბარიერს ძალიან სწრაფად მოვხსნით. ასე, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლით ნატოში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა გაჩნდა, ესენი კი ზღაპრებს ყვებიან. რამდენი წელიწადია ამას გვპირდებოდნენ, რაც ჩემი აზრით ძალიან საეჭვო იყო “ - განაცხადა ივანიშვილმა ბრიუსელიდან ჩართვისას.
მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად მოახერხებს და რეალურ დროში ნატოს წევრი ქვეყანა გახდება.

















