თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვასთანდაკავშირებით, განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა მძღოლების გაფიცვის დასრულებას ხელი არ შეეშალოს.
ამ თემაზე საკრებულოს ფრაქცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„შექმნილი ვითარებიდან და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა” ამ ეტაპზე პოლიტიკური განცხადებების კეთებას ან სხვა სახის დებატების წარმოებას საჭიროდ არ მიიჩნევს. ფრაქცია, შესაბამისად, სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რათა არ დაზარალდნენ თბილისელები და ნებით თუ უნებლიეთ მძღოლების გაფიცვის დასრულებას ხელი არ შეეშალოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმადვე, ფრაქცია ამავდროულად, სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ, გააგრძელოს მუშაობა ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რაც ავტობუსების მძღოლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

















