საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთკავკასიაში" ჯგუფის ხელმძღვანელს იორნ ფილიპ აიჰლერს,
პროგრამის დირექტორს პეტრა სტრემპლატპლატეს და (GIZ)-ის ადგილობრივ ექსპერტს ქეთი ვარდიაშვილს შეხვდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, პროგრამის "ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, რამდენიმე წელია თანამშრომლობენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და განიხილეს ის პროექტები, რომლებსაც სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ახორციელებს, მათ შორის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროების მოწყობა საქართველოს რეგიონებში, თვითმმართველობების მოხელეთა გადამზადება და მათთვის ტრეინინგების ჩატარება, აქტიური მონაწილეობა საქართველოს რეგიონული განვითარების განხორციელების პროცესში და ასე შემდეგ.

















