საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრაღაში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა.
პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და ევროსტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები. შეხვედრას ქართული დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.
ქვეყნის პირველი პირი ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის მილან შტეკისა და ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მიროსლავა ნემცოვას სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.
მიხეილ სააკაშვილს პირადად დახვდა ჰიუ ბეილი, რომელსაც დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩევენ.

















