საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ივანიშვილი შეხვედრებს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, ევროკომისართან ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან გამართავს. შეხვედრა გაიმართება ასევე ბელგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
14 ნოემბერს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.

















