logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კუკავა სახალხო დამცველის დანიშვნის პროცესის შეჩერებას მოითხოვს
კუკავა სახალხო დამცველის დანიშვნის პროცესის შეჩერებას მოითხოვს
13:17 09.11.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ახალი ხელისუფლებისაგან, სახალხო დამცველის დანიშვნის პროცესის შეჩერებას მოითხოვს.

ამასთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„მოგმართავთ თხოვნით, შეჩერდეს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესი, ჩატარდეს მიუკერძოებელი სოციოლოგიური გამოკითხვა და პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინოს ის კანდიდატები, რომლებიც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ. ახალი ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა დაპირება, რომ სახალხო დამცველის დანიშვნისას, უპირველესად გათვალისწინებული იქნებოდა საზოგადოების აზრი. ამ საკითხზე დისკუსია იმართებოდა 4 კანდიდატს შორის და შესაბამისად, საზოგადოების პოზიციებიც ამ კანდიდატების ირგვლივ ყალიბდებოდა. ეს პოზიციები კი, ცალსახად დიმიტრი ლორთქიფანიძის სასარგებლოდ იხრებოდა. თუმცა, საბოლოოდ ყველა მათგანი იგნორირებულ იქნა და ყოველგვარი განხილვის გარეშე, უმრავლესობის კანდიდატად ნინო ხატისკაცი დასახელდა “- აცხადებს კუკავა.

მისივე თქმით სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები არ გაუმართავს.


„ქართული ოცნების“ პროგრამის მიხედვით, პოზიციის მოსაზრებები პრიორიტეტულია. სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით, არ გამართულა კონსულტაცია არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან და მეტიც, კანდიდატად დასახელდა ადამიანი, რომლის კავშირებიც „ქართულ ოცნებასთან“ საჯაროდაა ცნობილი“-აღნიშნავს კუკავა.

მისივე თქმით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია ის გარემოება, რომ სახალხო დამცველის დანიშვნის პროცესს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი კურირებდა .

„საინტერესოა, როგორი იქნებოდა პირადად ბიძინა ივანიშვილის რეაქცია, წინა ხელისუფლების დროს, სახალხო დამცველის კანდიდატურა ბაჩო ახალაიას ან ხათუნა კალმახელიძეს რომ შეერჩია. პარლამენტის პირველ სხდომაზე საზოგადოებამ მოისმინა დავით უსუფაშვილის გამოსვლა, სადაც ის ამბობდა, რომ პროცედურული დემოკრატია ქვეყნის განვითარების გზაზე უმთავრესია. ამაზე მე და ბატონ დავითს პირადადაც არაერთხელ გვისაუბრია განვლილი წლების მანძილზე. შედეგად კი, ამ გამოსვლიდან, სულ რამდენიმე დღეში, იგნორირებული იქნა ყველა ის პროცედურა, რომელიც ამ პროცესის წარმართვისთვის თავად ახალმა ხელისუფლებამ შესთავაზა საზოგადოებას“- აცხადებს პარტიის თავმჯდომარე.

კახა კუკავა ვარაუდობს, რომ ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნა, მის მიერ მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ქართული ტრადიციებისადმი დამოკიდებულების ღიად დაფიქსირების გამო გახდა შეუძლებელი.

„წინა ხელისუფლების პერიოდში კარგ ტონად ითვლებოდა ორთოდოქსოფობია და ქსენოფილია, როდესაც ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ადასტურებდნენ საკუთარ მართლმადიდებლურ რწმენას ან ქართული ტრადიციების მიმართ ერთგულებას, მაშინვე ცხადდებოდნენ მიუღებლად ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე. ის დამოკიდებულება, რაც იგრძნობა ახალი ხელისუფლების მხრიდან ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძის მიმართ, წარმოშობს კითხვას: ნუთუ ახალი ხელისუფლება იზიარებს თეა თუთბერიძის , თამარ ჩერგოლეიშვილის, თამარ ჩუგოშვილის და სხვა, მათი იდეოლოგიის მიმდევართა მოსაზრებებს, რომ ბატონი ლორთქიფანიძე მიუღებელია ამ პოსტზე სწორედ იმიტომ, რომ მან ღიად გამოხატა თავისი დამოკიდებულება მართლმადიდებლური სარწმუნეობის და ქართული ტრადიციების მიმართ?“-აცხადებს კუკავა

კუკავა მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი არ არის თანამედროვე საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა, თუმცა პირველ უხეშ შეცდომას, შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი შეცდომებიც და საბოლოოდ, სწორედ ისე, როგორც შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდში, ქვეყნის განვითარება დაეფუძნოს არა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არამედ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ პერსონებს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა