საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს არტურ რასი ზადეს შეხვდება.
გარდა ამისა, დღესვე, სააკაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისში სიტყვით გამოვა.
სააკაშვილი სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებზე გაამახვილებს. პრეზიდენტი ასევე, საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრებს.
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს უკვე შეხვდა.
ორი ქვეყნის ლიდერებმა სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებსა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.
მოგვიანებით, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აზერბაიჯანის მთავრობის ოფიციალური პირები და საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ორი დოკუმენტი - მემორანდუმი სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და შეთანხმება სპორტის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე.

















