საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დაკავებული გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის ოჯახს ესტუმრა და მისი მეუღლე და შვილები მოინახულა
მიხეილ სააკაშვილი დღესვე ბაჩო ახალაიასა და ზურაბ შამათავას მეუღლეებს ტელეფონით ესაუბრა.
ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების მეთოდებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა შეშფოთება გუშინ საღამოსაც გამოთქვა.

















