logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„საქართველოს გზა“ მიიჩნევს რომ ფოთის პორტის თანამშრომელთა გაფიცვა ყოფილი ხელისუფლების მომხრეების მიერაა პროვოცირებული
„საქართველოს გზა“ მიიჩნევს რომ ფოთის პორტის თანამშრომელთა გაფიცვა ყოფილი ხელისუფლების მომხრეების მიერაა პროვოცირებული
14:44 08.11.2012
პარტია „საქართველოს გზის“, მთავარი კომიტეტის წევრი თეიმურაზ მურვანიძე აცხადებს, რომ ფოთის პორტში მიმდინარე გაფიცვა ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერების მიერაა პროვოცირებული.
ამის სესახებ მურვანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ამ გაფიცვაში მონაწილეობს, იქ მხოლოდ და მხოლოდ მათი მეგობრების და თანამშრომლების მიმართ სოლიდარობის გრძნობის გამო დგას.
„ეს ადამიანები ძალიან რთულ ვითარებაში არიან, ბევრ მათგანს აქვს ბანკის კრედიტები დასაფარი, ამ გაფიცვის გამო ისინი, ვინც გამომუშავებაზეა, ვერ იღებენ თუნდაც იმ მიზერულ ხელფასს, რაც აქამდე ჰქონდათ. ყოველივე ამას არ ითვალისწინებენ ნაცმოძრაობის ის მხარდამჭერები, რომლებიც პროვოცირებას უკეთებენ ამ პროცესებს და პორტის თანამშრომლების სოლიდარობის გრძნობას საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ. ამის ნათელი დადასტურებაა ფოთში პოლიციის უმოქმედობაც, რომლებიც ძალიან პასიურად ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. პირდაპირ ვიტყვი - ესაა საბოტაჟი, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი მთავრობის წინააღმდეგ და ამგვარი ქმედებებით ნაცმოძრაობა ცდილობს არეულობის ფონის შექმნას არამარტო ფოთის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით” - აცხადებს მურვანიძე.
მანვე მოუწოდა გაფიცულებს, რომ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და ნაციონალების გეგმებს ნუ აყვებიან.
„ყველა ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის საწინააღმდეგოდ იქნება გამოძიებული და ყველა საბოტაჟში ეჭვმიტანილი პირი წარსდგება სასამართლოს წინაშე!
ფოთელებმა იციან, რომ მე ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს ფოთთან, იციან რომ ეს ქალაქი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი პარტიის განსაკუთრებული ყურადღების საგანი, ამიტომ მინდა ჩემს ფოთელებს ვუთხრა, რომ მე და ჩემი მეგობრები დღეიდან ჩავერთვებით ამ საქმეში და ვეცდებით დავარწმუნოთ ფოთელები რომ შეწყვიტონ ეს გაფიცვა.მათ ბევრ გასაჭირს გაუძლეს, და დარწმუნებული ვარ, რომ ფოთი მალე აისრულებს საკუთარ ოცნებას. ფოთი იქნება განვითარებული და მდიდარი ქალაქი ძალიან მოკლე დროში“ - აცხადებს მურვანიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა