მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის 39-ე სხდომა გაიმართა.   
სახელმწიფო კომისია ახალი შემდგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა. სხდომას  კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. 
სხდომაზე საქართველოს  ნატო-ში ინტეგრაციის მექანიზმებსა და უახლოეს გეგმებზე იმსჯელეს.  განხილული იქნა  ასევე  2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავებისა და ნატო-საქართველოს კომისიის (NGC)  სხდომების დაგეგმვის საკითხებიც. 
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში  შედის საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელებაში  ჩართული ყველა უწყების პირველი პირი. კომისიის წევრია ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












